вторник, 24 июля 2012 г.


პროექტის სახელწოდება: ზაქარია ფალიაშვილი და ქართული მუსიკა
პროექტის მთავარი იდეა (თემა):ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედების გაცნობა მოსწავლეებისთვის. კლასიკური ოპერისა და მუსიკის ჩანერგვა ბავშვებში.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებმა გაეცნონ ზაქარია ფალიაშვილის ბიოგრაფიას და მის ღვაწლს მუსიკის ისტორიაში.
პროექტის მიზნები: მოისმენენ არიას ზ. ფალიშვილის ოპერიდან . მოიძიებენ მასალებს პედაგოგიურ და საშემსრულებლო მოღვაწეობაზე.
მონაწილეთა ასაკი: 15 წელი
ვადები/ ხანგრზლივობა: 1 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:  ღონისძიების ჩატარება სახელწოდებით ზ. ფალიაშვილი „ქართული კლასიკური ოპერის ფუძემდებელი“.  შეიქმნება ზ. ფალიაშვილის ოპერაზე სხხვადასხვა  საპრეზენტაციო ფაილები.  შეიქმნება ბლოგი და მასზე განთავსდება შექმნილი ელექტრონული მასალები.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი მუსიკალური ცენტრი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):  ჩამოვაყალიბებ ორ ჯგუფს და მივცემ დავალებას ინტერნეტში მოიძიონ ზაქარია ფალიაშვილზე ინფორმაცია. დამსწრე საზოგადოებას უზიარებენ მოძიებულ მასალას.პროექტის დასასრულს მოსწავლეები შეავსებენ თვითშეფასების ბარათებს.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტ, მუსიკა ხელოვნება.
პროექტის ხელმძღვანელი: ხათუნა იაკობაძე.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:xatu.bizi@gmai.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: maglakoni.blogspot.com




გაკვეთილის გეგმა



Комментариев нет:

Отправить комментарий